სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
განიხილეს თოვლის წმენდის განხორციელებული სამუშაოები და მომავალში, უხვი ნალექის შემთხვევაში გამოწვეული შეფერხებების მინიმუმამდე დასაყვანად დაგეგმილი ღონისძიებები.
საუბარი შეეხო სოციალური პროგრამების მიმდინარეობას. მერის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას, რათა არსებულ საჭიროებებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ დროულად უპასუხოს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანი, ასევე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

სიახლეები