სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მდინარეების შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 20 000 ქვირითით დათევზიანდა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და სპეციალისტების ჩართულობით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მდინარეების შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 20 000 ქვირითით დათევზიანდა.
დათევზიანების პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ველური ბუნების სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი, რაჭა- ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე მონაწილეობდნენ.
„წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტი, რომელსაც ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს, საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების და ეკობალანსის დაცვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მდინარეების დათევზიანებასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგი, რომელის შედეგებიც ადასტურებს, რომ პროექტი წარმატებულია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

სიახლეები