სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, პირველ მოადგილესთან-რევაზ ახვლედიანთან ერთად ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა.
სოფელ ორბელში, დავით ბურჯალიანის ოჯახს, რომელსაც ხანძარის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაეწვა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა საოჯახო, საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.
ოჯახი ამჟამად სოფელ ორბელში ქირით ცხოვრობს, საცხოვრებლის ქირას კი ცაგერის მუნიციპალიტეტი ანაზღაურებს.


