სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში (ორბელი-ლაჯანა) რაგბის მოედნების მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
ცაგერის მუნიციპალიტეტში (ორბელი-ლაჯანა) რაგბის მოედნების მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოედნების მშენებლობასა და პროექტირებას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მომზადდება ორმოედნიანი სტადიონების პროექტები, რომელიც საერთაშორისო თამაშებსაც მოემსახურება.
ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებას.


