სიახლეები

ორბელში ახალი სკოლა აშენდება - ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსმა ოთარ არევაძემ ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა, კერძოდ - ტვიშის სამედიცინო ამბულატორია, რომელსაც უტარდება რეაბილიტაცია, ტვიშის და ჩხუტელის საჯარო სკოლების შენობები, რომლებიც, ასევე, რეაბილიტირების პროცესშია, ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლა, სადაც მიმდინარეობს სველი წერტილებისა და საქვაბის მოწყობა, ასევე, შენობის სახურავზე კეთდება საწვიმარი მილები; ქალაქ ცაგერში მშენებარე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის და სპორტული კომპლექსის დასრულებისთვის მიმდინარე სამუშაოები.
სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში დაანონსდა, რომ მალე ორბელში აშენდება სრულიად ახალი სკოლის შენობა. 
ობიექტებზე, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი, შ.პ.ს.,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" წარმომადგენლები.
ორიენტაცია გაკეთდა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. სამუშაოთა მწარმოებლებს მიეცათ გარკვეული მითითებები.

სიახლეები