სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე სპორტსმენ ცოტნე სილაგაძეს შეხვდა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, სპორტსმენ ცოტნე სილაგაძეს შეხვდა, რომელმაც საერთაშორისო ტურნირზე  თავისუფალი სტილით ჭიდაობაში პირველი ადგილი დაიკავა.

ვასილ საღინაძემ ახალგაზრდა სპორტსმენს და მის მწვრთნელებს  თორნიკე ბურჯალიანს და მამუკა მახარობლიძეს მიღწეული გამარჯვება  მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ცოტნეს გამარჯვება მიულოცეს თავმჯდომარის პირველმა  მოადგილემ რეზო ხეცურიანმა და მოადგილემ ონისე ჩაკვეტაძემ.

ქალაქ გორში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე,  რომელიც ცოტნე ბარამიძის ხსოვნას მიეძღნა,  ცაგერის სასპორტო სკოლასთან არსებული კლუბი „თაკვერის“ მოჭიდავე ცოტნე სილაგაძე 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა, მას სპეციალური პრიზი გადაეცა და ტურნირის  ტექნიკურ მოჭიდავედ დასახელდა.

 

სიახლეები