სიახლეები
ხვალ, 3 თებერვალს ლეჩხუმში, ქალაქ ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, დიდი ღვთისმეტყველის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღესასწაული ,,მაქსიმობა'' აღინიშნება
ხვალ, 3 თებერვალს ლეჩხუმში, ქალაქ ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის,
დიდი ღვთისმეტყველის,
მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღესასწაული ,,მაქსიმობა'' აღინიშნება.
დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილია:
სადღესასწაულო წირვა-10:00 საათი;
ლიტანიობა საკათედრო ტაძრიდან წმიდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავამდე- 12:30 საათი;
პარაკლისი წმიდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში -13:00 საათი;
სადღესასწაულო ტრაპეზი-14:00 საათი.
შეგეწიოთ და გფარავდეთ წმინდა მაქსიმე აღმსარებელი!


