სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალისთავში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დასრულდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალისთავში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დასრულდა.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილეებმა-რევაზ ახვლედიანმა და მამუკა ლეთოდიანმა, სოფელ ჭალისთავში ადმინისტრაციული შენობის მოწყობისთვის განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ინფრასტრუქტურულ ობიექტზე იმყოფებოდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
ადმინისტრაციული შენობის მოწყობის მიზნით შეძენილი იქნა კოტეჯი(სენდვიჩ-პანელის სახლი), სადაც მოეწყო სველი წერტილები და თანამედროვე სტანდარტების სივრცე.
ადმინისტრაციული შენობის მოწყობის ღირებულება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, 92513 ლარია.
უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტის ფინანსური სახსრებით შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარით და მოეწყობა ადმინისტრაციული შენობის ეზო.


