სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მამუკა ლეთოდიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა დაზიანებული კარების გამოცვლა, კედლების შეღებვა,იატაკის კონსტრუქციის გამაგრება, ლამინირებული იატაკის მოწყობა და ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 40 000 ლარს შეადგენს.


