სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიღება-ჩაბარების კომისიის სხდომა გაიმართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიღება-ჩაბარების კომისიის სხდომა გაიმართა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, კომისიის წევრებთან ერთად, ახლად რეაბილიტირებული სოფელ უსახელოს საჯარო სკოლის ექსპლუატაციაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
მუნიციპალიტეტის მერი,ასევე, გაეცნო ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელების მიერ წარდგენილ ინფორმაციას ლეჩხუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ
კომისიის თავმჯდომარე, მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი.


