სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის 17 თებერვალს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  მარიკა კოპალიანი.

ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი  აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ:

1.საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.

პროექტი განსახილველად გადაეცა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 19 თებერვალს, 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

1. ცაგერის  მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში  არსებული  ქონების, ქ. ცაგერი, რუსთაველის ქუჩა, N69-ში  მდებარე   შენობის ( ს/კ 89.03.22.002 ) ფართის ნაწილის, შენობის პირველ სართულზე მდებარე ერთი ოთახის-საერთო ფართი 30.00 კვ.მ   პირდაპირი  განკარგვის წესით - უსასყიდლო ,,უზუფრუქტი“ ორი წლის ვადით სარგებლობის უფლებით  ა(ა)იპ ,,ერთად რეალური ცვლილებებისთვის’’ ( ს/ნ 401981931)  გადაცემის შესახებ.

პროექტი განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 23 თებერვალს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

1.ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის შესყიდვების ანგარიში.

პროექტი განსახილველად გადაეცა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას. კომისიის სხდომა ჩატარდება 24 თებერვალს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

1.ცაგერის  მუნიციპალიტეტის  სახელოვნებო სკოლების (ა(ა)იპ ცაგერის მექი ყურაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა,  ა(ა)იპ სამხატვრო სკოლა) მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. 

პროექტი განსახილველად გადაეცა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 24 თებერვალს 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2026 წლის 25 თებერვალს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 2026 წლის 25 თებერვალს.


სიახლეები