სიახლეები

9 აგვისტოს, ცაგერის მუნიციპალიტეტში,სოფ. ორბელის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

 9 აგვისტოს, ცაგერის მუნიციპალიტეტში,სოფ. ორბელის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე,პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი და ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ორბელის მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად ორბელის საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია დაასახელა, ასევე შეხვედრაზე სასმელი წყლისა და შიდა სასოფლო გზების პრობლემა დასახელდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის მოსახლეობას მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტები გააცნეს.

2019 წელს სოფ.ორბელში მიმდინარეობს :

ქვ. ორბელში ბეტონის კედლის, სანიაღვრე არხების და ცხაურების მოწყობა
- 46 898ლარი;
ამბულატორიის მშენებლობა-80 000 ლარი;
ორბელის შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია-233 209 ლარი;
გარე განათების მოწყობა-16 000 ლარი;

2020 წლისათვის დაგეგმილია:

სოფ.ზედა ორბელში რკ/ბეტონის მისასვლელი გზის მოწყობა;
სოფ. ორბელის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია;
 სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მშენებლობა;

ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია დიალოგის უმთავრესი მიზანია, ქვეყნის ბიუჯეტის ყველა მიმართულება დაიგეგმოს მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

მოსახლეობასთან შეხვედრას ასევე, მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე-დავით ღუდუმიძე და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი ესწებოდნენ.

სიახლეები