სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

 ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2026 წლის 25 თებერვალ  საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

 სხდომაგახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ვასილ საღინაძემ.

 სხდომას ესწრებოდნენ მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები.

 მიღებულ იქნა  დადგენილება:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე.

 მიღებულ იქნა განკარგულებები:

  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის  შესყიდვების ანგარიშის მოსმენისა და ცნობად მიღების თაობაზე.
  • საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში  განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქალაქ ცაგერი, რუსთაველის ქუჩა, N 69 მდებარე   შენობის (ს/კ 89.03.22.002) პირველ სართულზე 30.00 კვ.მ   ფართის პირდაპირი  განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტი) ორი წლის ვადით ა(ა)იპ ,,ერთად რეალური ცვლილებებისთვის“ (ს/ნ 401981931) გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების - ა(ა)იპ ცაგერის სამუსიკო სკოლისა და ა(ა)იპ ცაგერის სამხატვრო სკოლის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.


სიახლეები