სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის პირველი მოადგილის რევაზ ახვლედიანის ხელმძღვანელობით, სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა ჩატარდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის პირველი მოადგილის რევაზ ახვლედიანის ხელმძღვანელობით, სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა ჩატარდა.
 საბჭოს წევრების მსჯელობის შედეგად, კანონის შესაბამისად, დაკმაყოფილდნენ ბენეფიციარები, რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ სხვადასხვა მძიმე დაავადებების და სოციალურად დაუცველობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
 პრიორიტეტი მიენიჭათ ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებს, რომლებმაც ჩაიტარეს ძვირადღირებული გამოკვლევები და ქირურგიული ოპერაციები, აგრეთვე, ადამიანებს, რომლებთაც განსაკუთრებული სოციალური საჭიროებები აქვთ.
 სულ დაკმაყოფილდა 50 ბენეფიციარის განცხადება.
სხდომას ესწრებოდა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით ჩაკვეტაძე.

სიახლეები