სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი ცაგერის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი ცაგერის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.
ცენტრის ხელმძღვანელმა ლანა კოპალიანმა წარმოადგინა ანგარიში სამსახურის მიერ ტურიზმის მიმართულებით განხორციელებული მუშაობის შესახებ.
შეხვედრაზე განიხილეს უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი აქტივობები, რომელიც ლეჩხუმის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და ტურისტულო სეზონისთვის მეტ ტურისტს დააინტერესებს ლეჩხუმით.
მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო იმ საჭიროებებს და გამოწვევებს, რომელიც სფეროში არსებობს, დაისახა მათი გადაჭრის ოპტიმალური გზები.
შეხვედრას ესწრებოდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი.


