სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მამუკა ლეთოდიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა კედლების და ჭერის შეღებვის სამუშაოები, სველ წერტილებში შეიცვალა ონკანები, შეკეთდა სახურავი, ჩატარდა ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 30 759 ლარს შეადგენს.


