სიახლეები

ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, მერის მოადგილეებთან-რევაზ ახვლედიანთან და მამუკა ლეთოდიანთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.
კომპანიების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ინფორმაცია უკვე შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურული ობიექტების ამჟამინდელი მდგომარეობა, განსაკუთრებული ყურადღება კი გამახვილდა პროექტების ხარისხიანად შესრულებისა და დადგენილი ვადების დაცვის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომპანია „ჯეოექსპერტის“ წარმომადგენლები, რომლებიც ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებენ.
სამუშაო შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები

სიახლეები