სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში მსახიობ მურმან ჯინორიასა და მომღერალ ლაშა ღლონტის ერთობლივი შემოქმედებითი საღამო გაიმართა

კიდევ ერთი დაუვიწყარი საჩუქარი ლეჩხუმელებს - მსახიობ მურმან ჯინორიასა და მომღერალ ლაშა ღლონტის ერთობლივი შემოქმედებითი საღამო. მომღერლის მიერ შესრულებული უმშვენიერესი ქალაქური ჰანგებით მოხიბლულ მაყურებელს ქართველ კლასიკოსთა უკვდავი პოეზია გაუცოცხლა და უდიდესი ემოცია გადასცა მსახიობმა, ცოცხალმა ლეგენდამ, რომელიც წელს პირველად ეწვია ლადოს მიწა-წყალს...
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო კიდევ არაერთ მიმზიდველ და საინტერესო საღამოს აჩუქებს ლეჩხუმის მოსახლეობას თავისი ფინანსური მხარდაჭერით.მადლობა კულტურის ცენტრს ღონისძიების ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობისთვის.

სიახლეები