სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დასრულდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დასრულდა.
განხორციელებულ სამუშაოებს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი მოადგილეებთან - რევაზ ახვლედიანთან და მამუკა ლეთოდიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძესთან ერთად გაეცნო.
ადმინისტრაციული შენობის მოწყობის მიზნით შეძენილი იქნა კოტეჯი, სადაც მოეწყო სველი წერტილები და თანამედროვე სტანდარტების სივრცე.
ადმინისტრაციული შენობის მოწყობის ღირებულება, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა, 38 980 ლარია.

სიახლეები