სიახლეები

ახალგაზრდობის სააგენტოს საინფორმაციო კამპანია გრძელდება

ახალგაზრდობის სააგენტოს საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში სააგენტოს გუნდის სტუმრობა და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, გრძელდება.
ამჯერად, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი გუნდთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს პაპუნა მარგველიძეს, რწმუნებულის მოადგილეებს ქრისტინა კობახიძეს და ალუდა თუთისანს, მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, რესურსცენტრის ხელმძღვანელებს და ახალგაზრდებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროგრამების შესახებ.
 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისთვის ხელსაყრელი და სრულფასოვანი გარემოს შესაქმნელად ცენტრალური და მუნიციპალური უწყებების მჭიდრო თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დაიგეგმა საერთო აქტივობები, რომელიც მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას მისცემს.
ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ანა ბუხრაშვილმა და პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე ცვარიანმა შეხვედრებზე, ახალგაზრდებს სხვადასხვა თემატურ მიმართულებებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

სიახლეები