სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2026 წლის 5 მარტს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე- მარიკა კოპალიანი.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
-
ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი კატეგორიის ქალების დასაჩუქრების შესახებ.
- ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზე.


