სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანთან ერთად, ქალაქ ცაგერში ხანდაზმული ოჯახი მოინახულა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანთან ერთად, ქალაქ ცაგერში ხანდაზმული ოჯახი მოინახულა.
98 წლის ჯუმბერ საღინაძე წლების მანძილზე კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული გუნდის მომღერალი იყო, ხოლო 94 წლის ლედი კოპალიანი სამედიცინო სფეროს ემსახურებოდა. 70-წლიან ოჯახს რამდენიმე თაობის შთამომავლობა ჰყავს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ხანდაზმულ წყვილს საჩუქრები გადასცეს, მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

სიახლეები