სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების მიმდინარეობა განიხილეს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ცაგერის რაიონული განყოფილების უფროსმა ჯონი ხალიანმა საქართველოს მთავრობის მიერ სოციალურ სფეროში დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით ისაუბრა.
ამასთან, მერმა ხაზი გაუსვა მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არსებულ საჭიროებებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ დროულად უნდა უპასუხოს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანიც ესწრებოდნენ.


