სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი ცაგერის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი ცაგერის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელის-შორენა ხეცურიანის და მუსიკის პედაგოგის-იზა ხეცურიანის ორგანიზებით მოწყობილ საღამოზე სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს მუსიკალური, ლიტერატურული და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს, ღონისძიების განსაკუთრებული ნაწილი კი ემიგრანტ მშობლებს მიეძღვნათ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქალბატონებს დედის დღე მოულოცეს ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორმა დავით ცვარიანმა, სასწავლო ნაწილის გამგემ შორენა ხეცურიანმა, მშობლებმა.
ღონისძიების დასასრულს მშობლებს სკოლისგან სიმბოლური ყვავილები, ხოლო რამდენიმე მშობელს კი დირექციისგან სამახსოვრო სიგელები გადაეცა.


