სიახლეები
კულტურის ცენტრში დედის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანთან ერთად, კულტურის ცენტრის ორგანიზებით გამართულ,დედის დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები.მათ შორის:ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,,ლეჩხუმი" და ,,ახალი თაობა", ქალთა ანსამბლი ,,მერდინი", ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ,,სალაღობო" და სხვები.
დედის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს ესწრებოდნენ: ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები- რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები-მარიკა კოპალიანი,ონისე ჩაკვეტაძე.


