სიახლეები
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით თემატური ბანაკის მონაწილეთა შერჩევას იწყებს
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით
თემატური ბანაკის მონაწილეთა შერჩევას იწყებს!
● თუ ხარ 18-29 წლის ახალგაზრდა;
● ცხოვრობ ცაგერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში;
● გაქვს ბანაკში მონაწილეობის მოტივაცია;
● 2025 წელს არ მიგიღია მონაწილეობა ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ
განხორციელებულ ბანაკებში;
მაშინ დარეგისტრირდი, ეს შესაძლებლობა შენთვის არის
- https://forms.gle/nLd2z8YoM8xxCjGJ9
განაცხადები მიიღება 20 მარტის ჩათვლით. თემატური ბანაკი გაიმართება დაბა
ბაკურიანში.
საბანაკე პროგრამა ოთხდღიანია და შესაძლებლობა გექნება ჩაერთო კულტურულ,
სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებში.
ბანაკის მიზანია არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების
პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში
ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობების
პოპულარიზაცია/წახალისება, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება აქტიური
მოქალაქეობისა და პატრიოტული ღირებულებების შესახებ.


