სიახლეები

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა წარმატებულ მოზარდ ძიუდოისტებს შეხვდნენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძესთან ერთად, ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლის ( დირექტორი კობა ქომეთიანი, მწვრთნელები- ივანე ქურასბედიანი, ნიკა ქომეთიანი) წარმატებულ მოზარდ ძიუდოისტებს შეხვდა.
საქართველოს სარეიტინგო პირველობის ჩემპიონ გიორგი გიგანს და ვერცხლის პრიზიორ ანასტასია ბიჩელაშვილს   მიღწეული წარმატება მიულოცეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და საპატიო სიგელები გადასცეს.
ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატება მიულოცეს განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსმა გოგი კვირიკაშვილმა და სასპორტო სკოლის პედაგოგებმა.

სიახლეები