სიახლეები

ლეჩხუმში გრძელდება ზაფხულის სპორტული შეჯიბრებები

ლეჩხუმში გრძელდება ზაფხულის სპორტული შეჯიბრებები.ცაგერის გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტულ დარბაზში ა(ა)იპ ფრენბურთის კლუბის(დირექტორი გია სილაგაძე) ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა მუნიციპალური პირველობა ფრენბურთში .შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს:ქ.ცაგერის,სტუდენტთა და სოფლების (ბარდნალა,ზუბი,ჩხუტელი,ლასურიაში) ექვსმა გუნდმა.ასპარეზობა ჩატარდა ორ ქვეჯგუფში წრიული სისტემით.ქვეჯგუფებში პირველ მეორე ადგილზე გასულმა გუნდებმა იასპარეზეს ნახევარდფინალებში.ფინალში ცაგერმა დაამარცხა ლასურიაში და გახდა ჩემპიონი.მესამე ადგილისათვის ბარდნალამ დაამარცხა ზუბი.გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი პრიზებით,ფულადი ჯილდოებით და დიპლომებით.

სიახლეები