სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები გრძელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე სოფელს საზოგადოებრივი თავშეყრის არსებული შენობების რემონტი აქვს არჩეული.ეს სოფლებია:ზედა და ქვედა ღვირიში,ლაილაში,გვესო,ალპანა,ქვედა აღვი,ნასპერი,ღუ.
მათ შორის, რამდენიმე სოფელში ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია.
სოფელ უცხერის მოსახლეობას, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, საექიმო ამბულატორიის და ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია აქვს არჩეული.
აღნიშნული პროექტებისთვის გამოყოფილი საერთო თანხა შეადგენს 73 000 ლარს.

სიახლეები