სიახლეები

ცაგერის მერი ავთანდილ უგრეხელიძე ლატვიაში, ცარნიკავას მუნიციპალიტეტში ვიზიტად იმყოფება

21-25 აგვისტოს, ცარნიკავას მუნიციპალიტეტს ცაგერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სტუმრობენ.
22 აგვისტოს, ცარნიკავას მუნიციპალიტეტში გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთობების გაღრმავებას ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით, აგრეთვე ლატვიური მხარის გამოცდილების გაზიარებას.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს დაიგა მიერინამ, ცარნიკავას მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ და ავთანდილ უგრეხელიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა.

სიახლეები