სიახლეები

ცაგერში ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში დღეს სრულდება ფაროსანების საწინააღმდეგო შეწამვლის მესამე ეტაპი.
იწამლება ლოკალური ადგილები თითოეულ სოფელში,სადაც დამონტაჟებულია მავნებლის მიმზიდველი ფერომონები.
შეწამვლას აწარმოებენ სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები.
უახლოეს დღეებში დაიწყება თერმული ნისლით დამუშავება,რაც მოიცავს დასახლებულ ტერიტორიებს და სავარგულებს.შეწამლვა განხორციელდება ღამის საათებში, უსაფრთხოების მიზნით მოხდება მოსახლეობის წინასწარი გაფრთხილება,რათა ნივთიერებამ ზიანი არ მიაყენოს ფუტკარს,შინაურ ფრინველებს და ცხოველებს.გამოირიცხოს ყოველგვარი რისკი.

სიახლეები