სიახლეები

ცაგერის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის ინიციატივით, მურის ციხეთა ბილიკზე გაიმართა ექსტრემალური რბენა კიბეზე

საქართველოს ,,სპორტი ყველასათვის" ფედერაციის ორგანიზებით,განათლების,მეცნიერების,კულტურის და სპორტის სამინისტროს და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით,მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ უგრეხელიძის ინიციატივით, მურის ციხეთა დამაკავშირებელ ბილიკზე გაიმართა ექსტრემალური რბენა კიბეზე.
შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმომადგელებმაც(ირაკლი ხაბულიანი,ვალერიან მურცხვალაძე).ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული მერიის შესაბამისი სამსახური და კომპლექსური სასპორტო სკოლა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები ვაჟთა და ქალთა შორის,რომლებიც დააჯილდოვეს ,,სპორტი ყველასათვის" ფედერაციის პრეზიდენტმა მაია აზარაშვილმა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ.
მორბენლები აღტაცებას ვერ მალავდნენ ლამაზი ბუნებისა და ბილიკების გამო.
აქ გაიჟღერა იდეამ მომავალში საერთაშორისო ტურნირის ლეჩხუმში ჩატარების შესახებ.

სიახლეები