სიახლეები

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში,ქალაქ ამბროლაურში,ლეჩხუმიდან ანსამბლი ,,სალაღობო"მონაწილეობდა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით წელს მესამედ
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი - „საქართველო"-რაჭაში იმართება.
ღონისძიების ფარგლებში, 8 სექტემბერს, ქ.ამბროლაურში აგროფესტივალი მოეწყო,სადაც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის 75 მეწარმე იყო წარმოდგენილი.
ფესტივალს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორთან გიორგი დონაძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსთან ერთად დაესწრო.
"მიხარია, რომ წელს, რაჭაში პირველად ვმასპინძლობთ ფოლკლორის
საერთაშოროსო ფესტივალს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი გამორჩეულია
კულტურული ცხოვრებით, რაჭული ფოლკლორითა და მუსიკალური
მრავალფეროვნებით.
ჩვენთან ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება იყო
ფოლკლორისადმი, რომელიც არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა,
გარანტი ეროვნული იდენტობის და თვითმყოფადობის.
საერთაშორისო ფესტივალი შესაძლებლობას მისცემს ადამიანებს
გაეცნონ რაჭულ კულტურას, ტრადიციებს და უპირველეს ყოვლისა,
ჩვენს მთავარ ღირებულებას- აქ მცხოვრებ ადამიანებს!
სწორედ მათი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება
ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ, ყველანი ერთად ვდგამთ და მჯერა,
რომ თითოეული ოჯახი იგრძნობს ამ ძალისხმევის შედეგებს"-აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ანსამბლების ერთობლივი კონცერტები,რომელიც ეთნოჯაზჯგუფი - ეგარის კონცერტით დასრულდა.
9 სექტემბერს ფესტივალი ქ.ონში გაიმართება.

სიახლეები