სიახლეები

მუნიციპალური პირველობა გაიმართა ფრენბურთში

სპორტის კვირეულის ფარგლებში ა(ა)იპ ფრენბურთის კლუბი ,,ცაგერის’’ ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ცაგერის გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტულ დარბაზში, გაიმართა მუნიციპალური პირველობა ფრენბურთში. ვაჟთა გუნდებს შორის, ექვს მონაწილე სპორტულ კოლექტივს შორის, ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა ლასურიაშის გუნდმა.

მეორე ადგილზე გამოვიდა ცაგერის,ხოლო მესამეზე ზუბის გუნდი. შეჯიბრების ჩემპიონები დააჯილდოვა მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ.