სიახლეები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით დაიწყო ტრენინგების ჩატარება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით დაიწყო საინფორმაციო კამპანია, რომელიც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარებას თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები”.
კამპანიის ფარგლებში პირველი ტრენინგი ქალაქ ამბროლაურში ჩატარდა და მას ესწრებოდნენ, როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების საჯარო სექტორის, ისე მხარის არასამთავრობო სექტორისა და ბეჭდვური მედიის წარმომადგენლები.

სიახლეები