სიახლეები

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, წმიდა ილია მართლის გიმნაზიის მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

დაიწყო ახალი სასწავლო წელი.დღეს სწავლა განახლდა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.ვულოცავ ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების,წმიდა ილია მართლის გიმნაზიის მოსწავლეებს,პედაგოგებს,მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას.სკოლა არის ის უმნიშვნელოვანესი სასწავლო დაწესებულება,სადაც მყარი საფუძველი უნდა ჩაეყაროს ცოდნას,რათა შემდეგ წარმატებულად განაგრძონ სწავლა ახალგაზრდებმა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში,აიმაღლონ ცოდნის დონე.სწორედ ამიტომ სასკოლო განათლება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და აქ მიმდინარე რეფორმები დადებითად უნდა აისახოს მოსწავლეებზეც და პედაგოგებზეც.
ბევრისთვის სასიხარულოა ის ფაქტი,რომ იაკობ გოგებაშვილის დედაენა უბრუნდებათ პირველკლასელებს წელს.
სკოლამ ფეხი უნდა აუწყოს სიახლეებს,თუმცა ხაზი არ უნდა გადავუსვათ იმ მემკვიდრეობას,იმ ტრადიციებს,რამაც ერს თვითმყოფადობა შეუნარჩუნა,რამაც დღემდე მოგვიყვანა.
აღსანიშნავია,რომ ჩვენი სკოლები და პედაგოგები წარმატებულად მუშაობენ,რამაც ასახვა ჰპოვა ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების ღირსეულ შედეგებზე.
მინდა მივულოცო ლეჩხუმელ სტუდენტობას,განსაკუთრებით იმათ,რომლებაც წელს პირველად შეაბიჯეს უმაღლეს სასწავლებლებში,ისინი აქტიური ახალგაზრდები არიან,რომლებიც წარმატებით მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსები.უამრავ წარმატებას ვუსურვებ მათ მომავალში.
ვულოცავ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს,პედაგოგ-აღმზრდელებს,მშობლებს.ჩვენში თითქმის ყველა ოჯახი გარკვეულად დაკავშირებულია საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ოჯახის რომელიმე წევრით მაინც,ამიტომ ბევრისთვისაა მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე.გაცილებით სასიხარულო იქნება მეტი ოჯახი--მეტი ასეთი წევრით.
არის საკითხები,რომლებიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია ამ სფეროში,დაგვერწმუნეთ,ჩვენი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
დღეს დღესასწაულია და მიიღეთ გულწრფელი მილოცვა ჩემგან,საუკეთესო სურვილებით.
პატივისცემით,
ავთანდილ უგრეხელიძე,
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი.

სიახლეები