სიახლეები

ისტორიულ სოფელ ლაილაშამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სოფელი ლაილაში, ცაგერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული და დიდი ისტორიის მქონე სოფელია, რომელსაც მალე რეაბილიტირებული გზა ექნება. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სოფიო გვიშიანი “კვირასთან” ამბობს, აღნიშნულ პროექტის შესრულებაზე ტენდერია უკვე გამოცხადებული და სამუშაოებისთვის 71 ათასი ლარია გამოყოფილი.„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 12 სექტემბერს გამოაცხადა ტენდერი ცაგერი მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემდგომი მომსახურეობის სახელმწიფო შესყიდვაზე და ამაზე 71.000 ლარია განსაზღვრული.
სახელმწიფოს, აღებული აქვს ტენდენცია, რომ მუნიციპალიტეტების სოფლებში მისასვლელი გზები იყოს კეთიმოწყობილი და ასფალტირებული“, – ამბობს გვიშიანი.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის უფროსი მეცნიერთანამშრომელი – ომარ ჭაბუკიანი “კვირასთან” ინტერვიუში საუბრობს, რომ გზის რეაბილიტაცია, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია როგორც სოფლისთვის, ასევე მთლიანი რეგიონისთვის, რადგან სწორედ ამ სოფელში ინახება უძველესი ბიბლია, რომლითაც სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერები არიან დაინტერესებულები. სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია კი მხარის ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
„ლაილაში 1883 წლამდე ლეჩხუმის მაზრის ცენტრი იყო, შემდეგ ცენტრმა ცაგერში გადმოინაცვლა. ეს სოფელი ცნობილია თავისი დიდი ისტორიული წარსულით – აქ თავმოყრილი იყო ოთხი რელიგიის მიმდევრები-მართლმადიდებლები,ებრაელები, სომხები, ბერძნები და ისინი საუკუნეების მანძილზე ურთიერთშეზრდილად ცხოვრობდნენ, სინაგოგაში შემონახულია უძველესი ბიბლია,რომლითაც მეცნიერები დაინტერესებულნი არიან მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, ეს ბიბლია თურმე ებრაულ თორაში შემონახული იპოვეს ძნელბედობების გავლის შემდეგ, 1812 წელში რაჭა-ლეჩხუმ -ქვემო სვანეთში აკაკი წერეთელი სწორედ სოფელ ლაილაშში შეჩერდა და მას ისტორიული   შეხვედრა  მოუწყვეს,   ლაილაშს დღესაც უამრავი მნახველი ყავს..(ამაში ჩვენც დავრწმუნდით, ოქრონიშის აუზში ლიტველი ტურისტები  ახლაც ბანაობდნენ)თუ ამ სოფლის ინფრასტრუქტურა და გზა მოწესრიგდება, ეს ფაქტი მნიშვნელოვნად შეუწყობს  ხელს ამ სოფლის საფუძვლიანად შესწავლას“, – ამბობს ჭაბუკიანი.

სიახლეები