სიახლეები

სპორტული კვირეული გრძელდება

   სპორტის კვირეულის ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით და საფეხბურთო კლუბ ,,ხვამლის’’ მხარდაჭერით, სოფელ ორბელის ხელოვნურსაფარიან სპორტულ მოედანზე გაიმართა მუნიციპალური ტურნირი მინი ფეხბურთში, შეჯიბრებაში, რომელიც ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა მონაწილეობა მიიღო ლაჯანურის და რიონის ხეობის სოფლების 8-გუნდმა.ღონისძიება ჩატარდა ოლიმპიური სისტემით. ფინალურ ასპარეზობაში ალპანის გუნდმა დამაჯერებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა საირმის გუნდი და გახდა ტურნირის ჩემპიონი.

  გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი, პირველი ხარისხის დიპლომი და ფულადი პრიზი გადასცა მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ. მეორე ხარისხის დიპლომით და ფულადი პრიზით დაჯილდოვდა საირმის გუნდი.
  ვეტერანი სპორტსმენის აწ გარდაცვლილი თემურ ბურჯალიანის სახელობის სპეციალური პრიზი გადაეცა, ტურნირის საუკეთესო მეკარეს, გიორგი ჭუმბურიძეს.