სიახლეები

საქართველოს მუნიციპალიტეტები გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მუნიციპალიტეტები მიიღებენ ფინანსურ დახმარებას გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებისგან, რომელიც ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს შეუწყობს ხელს.
პირველი ასეთი შეთანხმება, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 24,500 აშშ დოლარია, შედგა ცაგერის მუნიციპალიტეტთან, სადაც საერთაშორისო მხარდაჭერის მეშვეობით ადგილობრივი ტურისტული ცენტრის განვითარება და საქართველოს ტურისტულ რუკაზე მაღალმთიანი ცაგერის წარმოჩენა მოხდება.
2019 წლის 24 სექტემბერს შეთანხმებას ხელი მოაწერეს UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ.

სიახლეები