სიახლეები

ცაგერისა და ორბელის საჯარო სკოლებს „მასობრივი ფეხბურთის კვირეულის“ ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია ეწვია

24 სექტემბერს ქალაქ ცაგერის და სოფელ ორბელის საჯარო სკოლებს ,,მასობრივი ფეხბურთის კვირეულის" ფარგლებში ეწვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია-ფედერაციის პირველი ვიცე პრეზიდენტის კახა ჭუმბურიძის და ვიცე პრეზიდენტის ნიკა ჯღარკავას ხელმძღვანელობით.
საპატიო სტუმრებმა სკოლის ბავშვთა ფეხბურთის სექციის აღსაზრდელებს საჩუქრად გადასცეს ფეხბურთის ბურთები ,მაისურები და სხვა სპორტული ინვენტარი ,ითამაშეს ბავშვებთან ერთად.
პროექტი,რომელიც ხორციელდება სფფ-ს ორგანიზებით და ,,უეფას" მხარდაჭერით,ემსახურება საქართველოს სკოლებში ფეხბურთის მასობრიობას, სპორტულ- გამაჯანსაღებელი საქმიანობის წინსვლას და შემდგომ განვითარებას

სიახლეები