სიახლეები

ცაგერის გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტულ დარბაზში ჩატარდა მოსწავლეთა ტურნირი ფრენბურთში

ცაგერის გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტულ დარბაზში ა(ა)იპ ფრენბურთის კლუბის ორგანიზებით და მერიის შესაბამისი სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა მოსწავლეთა ტურნირი ფრენბურთში ,რომელიც მიეძღვნა ევროპის სპორტის კვირეულს.შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს : ცაგერის,ქვედა ცაგერის,ზუბის ბარდნალის და ჩხუტელის საჯარო სკოლების გუნდებმა.შეჯიბრება ჩატარდა ორ ქვეჯგუფში წრიული სისტემით.ქვეჯგუფებში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ,ხოლო მეორე ადგილზე გასულმა გუნდებმა იასპარეზეს მესამე საპრიზო ადგილისათვის.საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა: პირველი ადგილი-ბარდნალის საჯარო სკოლა,მეორე ადგილი-ცაგერის საჯარო სკოლა,ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა ჩხუტელის საჯარო სკოლის გუნდს.გუნდები დაჯილდოვდნენ ევროპის სპორტული კვირეულის სიმბოლიკიანი მაისურებით,დიპლომებით და სხვა საჩუქრებით.შეჯიბრებაში გამარჯვებულ ბარდნალის გუნდს გადაეცა ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი,რომელიც გადასცა ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩიქოვანმა.

სიახლეები