სიახლეები

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონს“, მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

1 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ.ლაჯანის საჯარო სკოლაში, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონს“, მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს „ეტალონის“ და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა და მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სწავლა-განათლების პოპულარიზაციისკენ მიმართული ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაა.
"მიხარია რომ ტრადიციულად გრძელდება ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი „ეტალონი“ ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად ჩვენს ქვეყანაში და მით უფრო ჩვენს რეგიონში,
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომელიც დღეს გავაფორმეთ გულისხმობს ჩვენს სამომავლო მჭიდრო ურთიერთობებს, მხარეში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ უფრო საინტერესო გავხადოთ მათთვის განათლების მიღების პროცესი"-აღნიშნა რწმუნებულმა.
პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.

სიახლეები