სიახლეები

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაჯანის საჯარო სკოლაში გაიმართა

1 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაჯანის საჯარო სკოლაში გაიმართა და პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი წარმართავდა.
,,ცაგერის ეტალონი მოსწავლე“ სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თამუნა სილაგაძე გახდა .
თამუნა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მე-2 ადგილი დაიკავა წმინდა ილია მართლის გიმნაზიის მოსწავლემ თეკლა მეგრელმა,მე-3 ადგილი კი წილად ხვდა ჩხუტელის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს გიორგი კვირიკაშვილს.
ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი,ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე, სკოლების დირექტორები და პედაგოგები,მერიის განათლების,კულტურის და სპორტის და ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა გასული წლის ეტალონ მოსწავლეს საბა შკუბულიანს.
პროექტი ხორციელდება ცაგერის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
,,ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზე გამოავლენს.

სიახლეები