სიახლეები

ცაგერში ევროპის კულტურული მემკვიდრეობის კვირეული მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტის ისტორიულ მუზეუმში, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის კვირეული მიმდინარეობს.
კვირეულის ფარგლებში, ისტორიული მუზეუმის ახალი ექსპოზიციის “ლეჩხუმის კულტურული მემკვიდრეობა“ დათვალიერება მოეწყო.
“დამთვალიერებლებმა კვირეულის ფარგლებში შეძლეს მუზეუმში ახალი ექსპოზიციის დათვალიერება, მოისმინეს მუზეუმის დირექტორის ნუგზარ კოპალიანის  და მეცნიერმუშაკის  დავით კოპალიანის საინტერესო საუბრები ლეჩხუმის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. პარალელურად იმართება კონცერტი ცაგერის კულტურის ცენტრის მუსიკალური კოლექტივების მონაწილეობით, საინტერესო დღე გამოვიდა, დღის მანძილზე აქ შემოდიან სხვადასხვა თაობის დამთვალიერებლები,პედაგოგები,და ყველა, ვისაც ეს თემა აინტერესებს, ჩვენ არაერთი საინტერესო ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში“- განაცხადა  “რეგიონულ კვირასთან ” საუბარში მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილმა .
ცაგერის კულტურის ცენტრის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის „ხვამლის“ ხელმძღვანელის, ლია სტეფანოვას თქმით, ისტორიულ მუზეუმში, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ფარგლებში,მოსულ დამთვალიერებელს  აქვს  საშუალება გაეცნოს ახალ აღმოჩენებს და არტეფაქტებს,  ამავე დროს მოისმინოს საინტერესო ლექცია-საუბრები.
 “არაჩვეულებრივი  წინამძღვრობა გაგვიწია მუზეუმის დირექტორმა ნუგზარ კოპალიანმა, ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა ყველა დასმულ კითხვაზე, და მიხარია, რომ გრძელდება ცაგერში ევროპის კულტურული მემკვიდრეობის კვირეული.“- განაცხადა ლია სტეფანოვამ.

სიახლეები