სიახლეები

6 ოქტომბერს ცენტრალური, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცაგერის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს ადგილზე გაეცნენ

6 ოქტომბერს, ცენტრალური, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების:
ზოგიშის, ტვიშის,ქორენიშისა და ორხვის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს ადგილზე გაეცნენ.
მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად, ადგილობრივებს რეგიონში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იმ სარგებელზე ისაუბრა, რომელსაც პროექტების დასრულების შემდგომ სოფლის მაცხოვრებლები მიიღებენ.
სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად სასმელი წყლის სისტემისა და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება დასახელდა.
როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ მოსახლეობას განუცხადა, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები 2020 წლის განმავლობაში განხორციელდება.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების:
ზოგიშის, ტვიშის, ქორენიშისა და ორხვის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე და პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი დაესწრო, რომელმაც ადგილობრივებს დაგეგმილი სოციალური პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნოთ.

სიახლეები