სიახლეები

ცაგერში,ლაჯანურჰესის სათავე ნაგებობაზე,მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები

ცაგერში,ლაჯანურჰესის სათავე ნაგებობაზე,მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.კაშხალის ფუძე,სადაც გროვდება წყალი, დაზიანებულია,თითქმის მწყობრიდანაა გამოსული წყალჩამქრობი ჭის ფილა.
მიმდინარეობს დაზინებული ნაწილის ბეტონის საფარით განახლება.აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ გამოირიცხება საფრთხე,რომელიც მსაგავსი კაშხალის ფუნქციონირებას ახლავს თან.
ახლო მომავალში იგეგმება ბურჯების აღდგენითი სამუშაოები.
სამუშაოებს ჩეხური ,,ენერგოპროჯორჯიას" დაფინანსებით აწარმოებს კომპანია ,,ელინდუსტრიჯორჯია"/ხელმძღვანელი ემზარ ჩაჩხიანი/.
პროექტის ღირებულებაა 3 100 000 ლარი.სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

სიახლეები