სიახლეები

26 აგვისტოს ქალაქ ცაგერში წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღინიშნა.

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინეს ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ,ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, ადგილობრივმა და სტუმარმა სასულიერო პირებმა. წირვა-ლოცვის დასრულების შემდგომ  სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძარში ლიტანიობით გადაინაცვლეს,იქ,სადაც ღირსი მამის წმინდა ნაწილები განისვენებს.

  ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიცალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე მრევლთან და მრავალ სტუმართან ერთად ესწრებოდნენ.

სიახლეები