სიახლეები

ცაგერის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ლეჩხუმში რთველის მიმდინარეობა და სხვა საკითხები განიხილეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე ხელმძღვანელობდა.
როგორც ცაგერის მერიაში აცხადებენ, მთავარი და აქტუალური საკითხი ლეჩხუმის მოსახლეობისათვის მოცემულ ეტაპზე რთველი გახლავთ და შესაბამისად, შეხვედრაც ამ საკითხის განხილვით დაიწყო.
სოფლის მეურნეობის სააგენტოს ცაგერის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლის, ბონდო ხეცურიანის ინფორმაციით, ცაგერის მუნიციპალიტეტში წელს დაახლოებით 800 ტონა "ცოლიკაურის", 150 ტონა ,,ოჯალეშის", 50 ტონა "უსახელოურის" და 8 ტონა "ალექსანდროულის" მოსავალს ელოდებიან.
ცაგერის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის და საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გუგავას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო ყურძნის შემსყიდველი კერძო ფირმების შესვლა და აღნიშნული პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი და არ დაზარალდნენ მევენახეები.
ცაგერიის მერიის ცნობით, შეხვედრაზე შემდეგ მთავარ საკითხს მიმდინარე ინფრასტრუქტურული ობიეტების ვადების და შესრულების ხარისხის განხილვა წარმოადგენდა. სათითაოდ განიხილეს თითქმის ყველა სამუშაოს მიმდინარეობა, ზედამხედველობის სამსახურს დაევალა მკაცრი კონტროლი აღნიშნულ სფეროში მიმდინარე პროცესებზე.
თათბირზე ისაუბრეს სპორტისა და კულტურულ სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებზე, აგრეთვე, სოცილურ სფეროში არსებულ მდგომარეობააზე და პროგრამებზე.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რეზო ხეცურიანი, მერიის ყველა სამსახურის ხელძღვანელი პირები, რომლებმაც დაწვრილებითი ანგარიში წარმოადგინეს მათ სფეროებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

სიახლეები