სიახლეები

დეხვირის საჯარო სკოლამ ღვაწლმოსილი პედაგოგები საპატიოდ გააცილა

დეხვირის საჯარო სკოლამ ღვაწლმოსილი პედაგოგები საპატიოდ გააცილა.პაშა ახვლედიანი,ნაილი სილაგაძე და თამაზ ხეცურიანი დიდხანს მოღვაწეობდნენ საგანმანათლებლო სფეროში ღირსეულად,სწორედ ამ დიდი დამსახურებისთვის გადაეცათ მათ განათლების სამინისტროსგან ჯილდო.
საზეიმო საღამო დეხვირის საჯარო სკოლის დირექტორმა ხათუნა ხეცურიანმა სიმბოლურად ყვითელი ფოთლებით დამშვენებულ დარბაზში გახსნა,განსაკუთრებით მოეფერა ღვაწლმოსილ მასწავლებლებს.
სკოლის აღსაზდელებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოგვიდგინეს,საოცარი იყო მათთან ერთად სკოლის დირექტორის და პედაგოგების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები,რომელთა დახვეწაში დიდი წვლილი ქალბატონ რუსუდან ყურაშვილს მიუძღვის.
ამაგდარმა პედაგოგებმა გაიხსენეს ღირსშესანიშნავი დღეები მათი ცხოვრებიდან.
პედაგოგებს გულთბილად მიესალმა ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე,ისაუბრა მათი ღვაწლისა და დამსახურების შესახებ.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ ლასურიაშის თემის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ჭაბუკიანი და მერის წარმომადგენელი ლასურიაშის თემში მანუჩარ ხეცურიანი.
პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ სკოლიდან და საგანმანათლებლო რესურსცენტრისგან
ღონისძიება საზეიმო ბანკეტით დასრულდა.

სიახლეები