სიახლეები

19 ოქტომბერს ცაგერის საჯარო სკოლიდან გერმანული ენის პედაგოგი იზოლდა ხვადაგიანი საპატიოდ გააცილეს

19 ოქტომბერს ცაგერის საჯარო სკოლიდან გერმანული ენის პედაგოგი იზოლდა ხვადაგიანი საპატიოდ გააცილეს,მას განათლების სამინისტროსგან დამსახურებული ჯილდო გადაეცა.
სკოლაში ამ დღეს ულამაზესი და გრანდიოზული ,,შემოდგომის ზეიმი"ჩატარდა,რომელშიც სკოლის თითოეული კლასი ღებულობდა მონაწილეობას-განსაკუთრებული ნომრებით და ლეჩხუმურად მორთული კუთხეებით,სადაც წარმოდგენილი იყო ლეჩხუმური სამზარეულო,ღვინო,ყველაფერი ჩვენებური და ტრადიციული.
გაცილების საღამოს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა ,მერის მოადგილეები გიორგი მახათაძე, მიხეილ მეშველიანი,საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მარიკა კოპალიანი,საგანმანათლებლი რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე,პედაგოგის შვილი-მსახიობი თემო გოგიძე,ჟურნალისტი გიო გაბუნია და მრავალი საპატიო სტუმარი ესწრებოდა.
სკოლის დირექტორი დავით ცვარიანი დიდი სითბოთი და ჩვეული იუმორით მიესალმა მრავალი თაობისათვის საყვარელ მასწავლებელს,რომელსაც არაერთი ლამაზი მუსიკალურ -ქორეოგრაფიული ნომერი მიეძღვნა ამ დაუვიწყარ დღეს.
პოეტ მზია ხეთაგურის და ჟურნალისტ ნაირა ცხვედიანის მილოცვები პედაგოგს მისმა მოსწავლეებმა საჯაროდ წაუკითხეს.
ამაღელვებელი იყო თვით ქალბატონი იზოს გამოსვლა-გოეთეს სიტყვები,,შეჩერდი წამო,რა მშვენიერი რამა ხარ"--გვითხრა მან გერმანულად,ენაზე,რომელსაც ხუთ ათეულ წელზე მეტია ასწავლის და გადაგვითარგმნა ქართულად.ქალბატონი იზო თავისი საღი აზრით და ენერგიულობით კვლავაც დიდხანს გააგრძელებს მოღვაწეობას ჩვენს საზოგადოებაში.
არც მეტი,არც ნაკლები--ეს იყო ნამდვილი ქართული სულის ზეიმი ცაგერის საჯარო სკოლაში

სიახლეები